facebook minister

სკოლის სიახლეები

29 თებერვალს, 53–ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მეშვიდე მეექვსე კლასელებმა წარმოადგინეს პროექტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც მარკეტინგული კვლევა, პროექტის ხელმძღვანელია მათემატიკის პედაგოგი ქალბატონი მარინა ბასილაშვილი.

6 აპრილს 53–ე საჯარო სკოლამ უმასპინძლა ,,მომავლის სახლის" 20 ბავშვს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასელის ბექა გუჯაბიძის ფოტოგამოფენა, შემდეგ სააქტო დარბაზში გაიმართა ფილმი ,,თემის" ჩვენება"(რეჟ. დავით გუჯაბიძე), ასევე გაიმართა სპექტაკლი ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(რეჟ. როლანდ ქარდავა).

შემდეგ მოსწავლეებმა(64, 65,66,75  კლასი) სკოლის ბუფეტში თავისი თანატოლებისთვის გამართეს სადილი, სადაც ,,მომავლის სახლის" ბავშვებს გადასცეს თავისი სურვილით შეგროვებული საჩუქრები.



აღსანიშნავია, რომ გაცნობა, სადილი, საჩუქრების გადაცემა მიმდინარეობდა ძალიან თბილ ატმოსფეროში;
გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო , ბავშვები ერთმანეთს შეპირდნენ, რომ მომავალშიც აუცილებლად შეხვდებიან .
53–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში  სამოქალაქო ხმები Civil Voices, რომელიც საერთაშორისო დემოკრატიის მეხსიერების ბანკის პროექტის ნაწილია.

პროექტის ორგანიზება, დაფინანსება ხორციელდება ამერიკის მასწვალებელთა ფედერაციის და უშუალოდ, განათლების დეპარტამენტის მიერ და მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიულ სამოქალაქო ჩართულობაზე ზეპიერსიტყვიერი ისტორიის შეგროვებას. ეს თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას სამოქალქო ჩართულობაში

გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის დღეს დაიწყო.  კონკურსის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

ღონისძიება სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია  მოსწავლეების  წახალისება.  თამაში სამ ეტაპად გაიმართება. მესამე ეტაპში გამარჯვებულებს ”გოგლი-მოგლი”-საგან ძვირადღირებული პრიზები გადაეცემათ. მოსწავლეები ინფორმაციას თამაშის შესახებ ყველა ეტაპზე მიიღებენ, მათ შორის სოციალურ ქსელ  facebook-ზე  განთავსებული ”გოგლი-მოგლის” გვერდის მეშვეობით.

კონკურსის ფორმა და შინაარსი არაორდინალურია, შესაბამისად, იგი მოსწავლეებისათვის მიმზიდველი და სახალისო იქნება. გამარჯვებულ მოსწავლეებს პრიზები აპრილის ბოლოს დაჯილდოვების ცერემონიაზე გადაეცემათ.

53–ე საჯარო სკოლაში ტარდება მათემატიკის გაკვეთილები ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით, სპეციალურად შექმნილი პროგრამა GeoGebra(მათემატიკური სიმულაციები)- ს საშუალებით

ამ პროგრამის დახმარებით გაცილებით ეფექტური და საინტერესოა მათემატიკის გაკვეთილი  მოსწავლეთათვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათს, რათა განიმტკიცონ და უფრო სახალისო გახადონ მათემატიკაში ცოდნის მიღება;

ამ პროექტში აქტიურადაა ჩაბმული ბატონი ბიქტორ სამყურაშვილი. იგი ენერგიასა და ძალას არ იშურებს იმისათვის, რომ მეტი და მეტი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს გრაფიკული ობიექტების არა მარტო გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ
ფირნიშები